შავ ზღვაში რაპანას კვლევა იწყება


  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, პირველად საქართველოს საზღვაო სივრცეში, შავი ზღვის რაპანას მასშტაბურ კვლევას იწყებს.
“რაპანა (Rapana venosa) შავ ზღვაში გასული საუკუნის 40-იან წლებში გავრცელდა და დიდი რაოდენობით გამრავლდა. რეგიონის ზღვისპირა ქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. რაპანა მოთხოვნადი პროდუქტია და მის რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება. რაპანას კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება რეგიონში რესურსის რაციონალური მენეჯმენტისთვის, რომლის საფუძველზე დადგინდება ინფორმაცია შავი ზღვის რაპანას პოპულაციის, მათი გავრცელების, რიცხოვნობის, ზომისა და ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ.
რაპანას კვლევა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუაზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) და პროექტის „BlackSea4Fish“-ის ფარგლებში ხორციელდება. კვლევაში, საქართველოსთან ერთად, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა მიიღებს მონაწილეობას.
ექსპედიცია, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს გონიო-ანაკლიის აკვატორიაში განხორციელდება და ნიმუშების აღება მოხდება წინასწარ შერჩეულ 20 სადგურზე. აღნიშნული კვლევა თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყოს გამოყენებით განხორციელდება, რომელიც სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გადასცა”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!