მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა დავით შამათავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“ჩემთვის პატივი და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, მემუშავა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დირექტორის პოზიციაზე. მე გულწრფელად მეამაყება, რომ მომეცა შესაძლებლობა პატარა წვლილი შემეტანა სასახლის განვითარების პროცესში. ჩემთვის ეს პოზიცია არასოდეს ყოფილა კომფორტი, მე მას აღვიქვამდი შესაძლებლობების სივრცედ, რომელსაც შეუძლია ჩვენი ახალგაზრდები გააერთიანოს და მათ ხელი შეუწყოს პიროვნულ განვითარებაში. ვფიქრობ, ამ ხნის მანძილზე შევძელი, ჩემს კოლეგებთან ერთად, სასახლის ისტორიაში განსხვავებული ფურცლები შეგვეტანა. ერთობლივად დავგეგმეთ უამრავი ღონისძიება და განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ყველაფერი შედეგებზე აისახება.

დღეს ვარ ახალი გამოწვევების წინაშე, ვტოვებ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თანამდებობას და გადავდივარ ცხოვრების ახალ ეტაპზე. თუმცა, ყოველთვის და ყველგან ვიქნები ჩემი სასახლის გულშემატკივარი. თითოეულ მათ წამოწყებას, აზრს, იდეას შეძლებისდაგვარად შევუწყობ ხელს.

მჯერა, ის კოლექტივი, რომელიც პროფესიონალიზმის მაღალ მწვერვალზე იმყოფება, მუდმივად იქნება ახალგაზრდების განვითარების სადარაჯოზე. ყოველთვის მოისმენს მათ მაჯის ცემას და გაუკვალავს გზას უკეთესი მომავლისკენ.

ბედნიერი და მდიდარი ვტოვებ თანამდებობას, რადგან საჯარო სექტორში მუშაობის პერიოდში, მივიღე უდიდესი გამოცდილება და შევიძინე გამორჩეული მეგობრები. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი მუშაობის განმავლობაში მედგა გვერდში, მეხმარებოდა, რჩევებს მაძლევდა და აზრს მიზიარებდა. ჩემთვის ყველანაირ ჯილდოზე დიდი იყო თქვენი ნდობა და სიყვარული.

წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას, განსაკუთრებით მომავალ დირექტორს! ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახალგაზრდული პროფილი კვლავ დარჩება ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად სასახლეში და ზოგადად, მუნიციპალიტეტში”.

ინფორმაციისთვის: დავით შამათავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელად შარშან, მარტის ბოლოს დაინიშნა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!