გარემოვაჭრეები მერიასთან აქციას მართავენ


  • ამ წუთებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქციას მართავენ გარემოვაჭრეები. ისინი ითხოვენ მერთან, მამუკა წოწერიასთან შეხვედრას.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ მაისის თვიდან, ბაზრის გარე პერიმეტრზე მათთვის ვაჭრობა აიკრძალება. ისინი უარს აცხადებენ ბაზრის შიდა პერიმეტრში მუშაობაზე, რადგან ვერ შესძლებენ იმ გადასახადის გადახდას, რაც იქ მოუწევთ.

გარემოვაჭრეები ითხოვენ, ზუგდიდის მერს მედიის თანდასწრებით შეხვდნენ.

1 მაისს, ერთი კვირის წინ, აქცია სუპერმარკეტის შიდა პერიმეტრების მოვაჭრეებმა გამართეს. ისინი ითხოვდნენ გარე ვაჭრობის აკრძალვას. მერის მოადგილესთან, ბესიკ ჭეჟიასთან შეხვედრის შემდეგ, მათ მიიღეს პირობა, რომ პრობლემა ერთ კვირაში მოგვარდებოდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!