ცაიშში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ახალი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს


  • ცაიშში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ახალი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის უფროს თემურ ჯიქიასთან ერთად გაეცნო.
გოგებაშვილის ქუჩაზე იგება ბეტონის საფარი, გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე არხები.
პროექტის ღირებულება 292 840 ლარია და ის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

აღნიშნული გზა არასდროს ყოფილა რეაბილიტირებული.

ცნობისთვის, ცაიშში, მეუნარგიას ქუჩაზე, ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!