სუპერმარკეტის მოვაჭრეებმა აქცია დროებით შეწყვიტეს


  • სუპერმარკეტის მოვაჭრეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან გადაინაცვლნენ. ისინი ითხოვდნენ მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა წოწერიასთან შეხვედრას.

მოვაჭრეებს შეხვდა მერის მოადგილე, ბესიკ ჭეჟია. მან მოვაჭრეებს უთხრა, რომ მერია მუშაობს პრობლემის მოგვარებაზე და ალტერნატიული ადგილების რაოდენობის განსაზღვრაზე.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მაია ლაშხიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღევანდელი აქცია დასრულებულია. “ჩვენ შეგხვდა მერის მოადგილე, მან გვთხოვა კვირის ბოლომდე მოაგვარებს ჩვენს პრობლემას. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ და ვასრულებთ პირობას. დღეს, აქცია დასრულებულია. თუ ჩვენი მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, ისევ განვაახლებთ აქციებს, თუ საჭირო იქნა გზასაც გადავკეტავთ”.

ინფორმაციისთვის: ინფორმაციისთვის: დილიდან, ზუგდიდის ბაზარი არ გაღებულა, შიდა მოვაჭრეები ბაზრის კართან აქციას მართავდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ მუშაობაში ხელს გარემოვაჭრეები უშლიან.

ადგილზე სამართალდამცავებიიყვნენ მობილიზირებული.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!