განმუხურში შტორმისგან დაზიანებულ სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს


  • “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, განმუხურში შტორმისგან დაზიანებულ სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების”, კეთილმოწყობისა და შპს “ანაკლია-განმუხური”ს სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ქვიშისა და ნატანი მასალისგან იწმინდება ცენტრალური ბულვარი, მიმდინარეობს შტორმისგან მოგლეჯილი მრავალწლიანი ხეების გადარგვა, ადგილზე მუშაობს ზუგდიდდასუფთავების ცენტრის მძიმე ტექნიკა. გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების პროცესს ხელმძღვანელობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია.

სანაპირო ზოლზე შექმნილ ვითარებას და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!