ბაღებში საშემოდგომო აქტივობები მიმდინარეობს


  • სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში საშემოდგომო აქტივობები მიმდინარეობს.

საშემოდგომო აქტივობა დღეს ზუგდიდის #2 საბავშვო ბაღში აღსაზრდელების, აღმზრდელებისა და მშობლების ჩართულობით განხორციელდა.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ აქტივობის საინტერესოდ დაგეგმვისა და მშობლების ჩართულობისათვის, შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და მათ წარმატებები უსურვა.

ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი: “ჩვენ დაქვემდებარებაში მყოფი საბავშვო ბაღები მრავალფეროვანი, საინტერესო აქტივობებით ნამდვილად გამოირჩევიან. ჩვენი აღსაზრდელების განვითარებისა და მეთოდოლოგიურად სწორი აღზრდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ აქტივობებში აქტიურად არიან ჩართული აღსაზრდელთა მშობლები, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. მადლობას ვუხდი , აგრეთვე, აღმზრდელებს შრომისა და დაუღალავი ღვაწლისთვის”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!