გამოქვეყნდა ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს,  ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 600 დევნილ ოჯახს გადასცემს.

ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს.

ერთოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6 ან მეტი ქულა;

ოროთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4 ან მეტი ქულა;

სამოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 2,5 ან მეტი ქულა;

ოთხოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 9,5 ან მეტი ქულა;

3+2 ოთახი –  დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4 ან მეტი ქულა;

3+3 ოთახი – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 2,5 ან მეტი ქულა.

“მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ და ჯამში, 1942 დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან.  ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს.

ზუგდიდში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი, ჯამში, 6000-ზე მეტ დევნილ ოჯახს აქვს შევსებული.  წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.

სიის გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში,  მათთვის  მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდა”.-ნათქვამია განცახდებაში.

ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!