აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა


  •  ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან მეათე პაციენტი, 58 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მან გუდაუთის საავადმყოფოს 9 სექტემბერს მიმართა სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 96 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან დადებითი პასუხი 20 მათგანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 106 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 14, საშუალო სიმძიმისაა 27, 9 პაციენტი კი გაეწერა. თვითიზოლაციაში გამოჯანმრთელდა 25 ადამიანი.

მთლიანობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1352 შემთხვევაა გამოვლენილი, 434 გამოჯანმრთელდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × 4 =

Akismet ანტისპამი