ხვალიდან დიდინეძში სასწავლო პროცესი განახლდება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში, ხვალ, 28 სექტემბერს სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად განახლდება-ამის შესახებ სკოლის დირექტორმა ლარისა ქირიამ ფეისბუქისსაკუთარ გვერდზე დაწერა.

“ჩემო საყვარელო ბავშვებო, ხვალ ჩვეულებრივად სკოლაში ვსწავლობთ, ჩვენს საკლასო ოთახებში, ასე რომ გელოდებით დიდი სიყვარულით”,-წერს სკოლის დირექტორი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “ზუგდიდელები” დაუკავშირდა რესურსცენტის ხელმძღვანელს კახა ფარცვანიას. მან განაცხადა: “დიდინეძში ბავშვს არ დაუდასტურდა ვირუსი, შესაბამისად, სკოლა, ხვალიდან ჩვეულებრივად გაანახლებს მუშაობას. რაც შეეხება მოსწავლეს, ის იქნება თვითიზოლაციაში”.

ამ დილით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია,  რომ ზუგდიდის რამდენიმე თემის საჯარო სკოლის მოსწავლეების კორონავირუსით დაინფიცირების გამო, სამ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდებოდა და ონლაინ გაგრძელდებოდა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!