ჯო ბაიდენმა კოვიდ 19-ის წარმოშობის გამოკვლევის განკარგულება გასცა


  • აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თანაშემწეებს დაავალა, კოვიდ 19-ის ვირუსის წარმოშობა დაადგინონ.

პრეზიდენტის თქმით, დაზვერვის სააგენტოები სხვადახვა თეორიებს განიხილავენ, მათ შორის ვირუსის ჩინური ლაბორატორიიდან გავრცელებას და ცხარედ კამათობენ, რომელი უფრო რეალურია.

”ახლა მე ვთხოვე სადაზვერვო სამსახურებს, გაორმაგდეს ძალისხმევა, შეაგროვონ და გააანალიზონ ინფორმაცია, რომელიც საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანს და 90 დღეში წარმომიდგინონ მოხსენება”, – განაცხადა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც ყურადღება უხანის ლაბორატორიაზეა გამახვილებული. რესპუბლიკელების მოხსენების თანახმად, “მნიშვნელოვანი გარემოებითი მტკიცებულებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ კოვიდ-19-ის გავრცელება, შესაძლოა, ინსტიტუტიდან გაჟონვამ გამოიწვია, ვინაიდან უხანის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის კვლევას აწარმოებდა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პეკინი ვირუსის წარმოშობის დაფარვას ცდილობდა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები იკვლევენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უხანის ლაბორატორიის მკვლევარები სერიოზულად დაავადდნენ 2019 წელს, კოვიდ 19- ის პირველი შემთხვევების დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე.

ვაშინგტონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებს, კოვიდ 19-ის წარმოშობის გამოკვლევის მეორე ეტაპი დაიწყოს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!