საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა


  • საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია.

“კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს. ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.

ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია.

ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!