ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის „დელტა“ შტამით ჩვილი გარდაიცვალა


  • ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის „დელტა“ შტამით ჩვილი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

„ეს ის პაციენტია, რომელზეც უკვე ბოლო დღეებია ვსაუბრობთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პირველ რიცხვში შემოვიდა ჩვენს კლინიკაში, „დელტა“ შტამით იყო დაინფიცირებული. გადმოყვანილია სოხუმის კლინიკიდან. უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო, ბოლო დღეები განსაკუთრებით“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

კორონავირუსით გასულ კვირას კიდევ ერთი ჩვილი დაიღუპა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!