ირაკლი ღარიბაშვილი-ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს


  • პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღრიბაშვილმა მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა.

“გუშინ ჩავატარეთ ჩვენ 11 ათასი აცრა, რაც არ არის საკმარისი, თუ არ ავედით დღეში 20, 30 ათას აცრაზე ძალიან გაგვიჭირდება ამ პროცესის მართვა, დღეს უკვე გვქონდა 2600 შემთხვევა, ეს არის საგანგაშო, ძალიან ცუდი ტენდენციაა.

ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს ჩვენ მთავრობას, გთხოვთ აიცერით, ძალიან მარტივია მგონი ამის გაკეთება. თუ მთავრობას არ დაუდგა გვერდით ჩვენი მოქალაქეები, ისე როგორც შარშან, როცა დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავწვდებით, რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ.

ვაქცინები არის ადგილზე იმაზე მეტი რაც საჭიროა, კიდევ შემოვა, მილიონ ნახევარი შემოვიდა და კიდევ შემოვა გზაშია და კიდევ შემოვა რამდენიმე კვირის განმავლობაში. ვაქცინაცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მეორეს მხრივ, ჩვენი ეკონომიკისთვის.

ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისე დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს, შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. წინასწარ მინდა პრევენციული განცხადებები გავაკეთო. არ მინდა ეს მოხდეს. ამას დაემატება ის, რომ ქვეყანას დამატებით დასჭირდება ვალის აღება, ეს დააწვება ტვირთად ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, ზოგადად, გართულდება სიტუაცია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ და ჩვენ დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება მილიონ ნახევარი მოქალაქის აცრა, ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!