საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან, სკოლები 15 სექტემბრიდან, დაბა მესტია და ლენჯერი კი ორი სექტემბრიდან გაიხსნება


  • საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან, ხოლო სკოლები 15 სექტემბრიდან იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე ინფორმაციით, დაბა მესტია და ლენჯერი ორი სექტემბრიდან გაიხსნება.

“კოვიდ -19”-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივად ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს პირველი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს ორი სექტემბრიდან“, – წერს გახარია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

14 + 9 =

Akismet ანტისპამი