ზუგდიდსა და დაბა მესტიის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა


  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის და 250 მოსწავლეზე გათვლილი მესტიის №1 სკოლის რეაბილიტაციას.

გამოცხადებული ტენდერების პირობების თანახმად, პროექტების ფარგლებში უნდა მომზადდეს საჯარო სკოლები განახლების გეგმები, რაც ითვალისწინებს შენობების სრულ რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებას.

მუნიციპალური ფონდის ინფორმაციით, საჯარო სკოლების განახლების სამუშაოები მოიცავს შენობების ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის, სკოლების ადაპტირებას თანამედროვე სასწავლო პროცესის საჭიროებებზე, სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების რეაბილიტაციას, ტერიტორიების კეთილმოწყობას, საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესებას და უსაფრთხოების ნორმების დაცვას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!