რამ გაუფუჭა „ზუგდიდობის“ სიხარული” ოთარ ჭითანავას


დღეს, „ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“  ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ ჭითანავამ ბრიფინგი გამართა. ოთარ ჭითანავა აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს მერაბ ქვარაიას, რომელიც  „ზუგდიდობაზე“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს სანდრა რულოვსს  მიესალმა და შემდეგ „ზუგდიდობა“ ნაციონალების შერიგების დღედ გამოაცხადა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ჟურნალისტებს ფაქტის  დასადასტურებლად ფოტომასალა წარუდგინა.  მისი თქმით,  რაც მოხდა ზუგდიდის ბულვარში ეს არის სამეგრელოში ნაწამები და გაუპატიურებული ადამიანების შეურაწყოფა. მიტინგებზე დახოცილი, დაჭრილი, დარბეული და დასახიჩრებული ჩვენი თანამებრძოლების სულში ჩაფურთხება. დეპუტატობის კანდიდატი მიმართავს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორს  ლევან შონიას. ჭითანავას ინფორმაციით,  გუბერნატორს აქვს სურვილი და მოთხოვნა, რომ მან  მოხსნას თავისი კანდიდატურა ქვარაიას სასარგებლოდ. ის მიმართავს მხარის გუბერნატორს: „ბატონო ლევან, მე ვიბრძოლებ აქ ბოლომდე, მე ჩემს კანდიდატურას არ მოვხსნი, პირიქით, მოგიწოდებთ თქვენ, მოხსნათ თქვენს მიერ წარდგენილი მერაბ ქვარაია არჩევნებიდან და გაერთიანდეთ ჩვენს ირგლივ, რაც საშუალებას მოგვცემს ერთად დავამარცხოთ მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=yRbgx9aq3GM[/embedyt]

ოთარ ჭითანავას ბრალდებას უპასუხა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ. მისი განცხადებით: „კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდა. ქვარაიას თქმით, „ნაციონალების“ დროს, მისი ოჯახი იყო ყველაზე მეტად დაზარალებული და რეპრესირებული. ის მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი და თავის წარმოსაჩენად გაკეთებული განცხადებების გაკეთებისაგან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=y9WqkHH8Xvk[/embedyt]

ოთარ ჭითანავას განცხადებას გუბერნატორის პრესსამსახურმა აბსურდული უწოდა და კომენტარისგან თავი შეიკავა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!