ენმ-მ ოქტომბრის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა


დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ   მაჟორიტარობის კანდიდატად  ქალაქ ზუგდიდში ლევან კონჯარია, მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად ბესიკ გაბუნია და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში   ვლადიმერ ქანთარია წარადგინა.

ბაქრაძესთან ერთად იმყოფებოდნენ  რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და  მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან სანდრა რულოვსი.

ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა დავით ბაქრაძემ და  თბილი დახვედრისათვის  მათ მადლობა გადაუხადა. „ თუ რომელიმე კუთხეს შეუძლია თქვას, რომ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი “ვარდების რევოლუციაში”,  ეს არის  სამეგრელო. ბოლო 25 წელი, რაც ჩვენს მეხსიერებაშია, სამეგრელო ყოველთვის იდგა საქართველოს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ყოველთვის ღირსეულად ატარებდა ამ ტვირთს და მე მჯერა, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე სამეგრელო იდგება იქ, სადაც უნდა იდგეს, სამეგრელო იტყვის თავის სიტყვას“.- აღნიშნა ბაქრაძემ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=LuDVGRiR45U[/embedyt]

მოგვიანებით, სიტყვით გამოვიდა ენმ წევრი რომან გოცირიძე, რომელმაც პარტიის ხედვები, სამოქმედო პროგრამები გააცნო ამომრჩევლებს და მხარდამჭერისკენ მოუწოდა.

თავის გამოსვლაში სანდრა რულოვსმა აღნიშნა: „ ჩვენ ვიქნებით მშვიდი ძალა, რომელიც ყველა ადამიანის ინტერესს დაიცავს“

სიტყვით გამოვიდნენ მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებმაც იმ პრიორიტეტებზე ისაუბრეს, რასაც ისინი გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!