კორონავირუსით ინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი


  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (20.06.2022-26.06.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 646 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.

უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 404 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 57 457, „პისიარ“ ტესტით – 5 847.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 1,67%.

წინა კვირის (13.06.2022-19.06.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 482 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.