ზუგდიდში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა


  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 21 ფაქტი გამოავლინეს, მათგან სამი სამეგრელო-ზემო სვანეთში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯუმზე, მოქალაქეს სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ტობის სახეობის 700 გრ. თევზი.

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე მუნჩიაზე, მოქალაქე სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარეებზე – აბაშასა და ცივზე კი, მოქალაქეებმა ანკესზე დამაგრებული სახლართი ბადისა და ელექტროშოკური აპარატის, ე.წ. პილგანის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს, სხვადასხვა სახეობის, ჯამში 6 კილოგრამამდე თევზი.

უწყებიც ცნობით, თევზჭერის საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემგდომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!