ზუგდიდის საკრებულო სამი სხვადასხვა პარტის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება


  • №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით, 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგების თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, „ქართული ოცნების“ პროპორციული სისტემით არჩეული 13, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ 1 და „გახარია საქართველოსთვის“ 1 წევრი შევა.

საკრებულოში, შევა „ქართული ოცნების“ 35 მაჟორიტარი დეპუტატი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოდგენილი იქნება 50 წევრით.

№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 117347 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 37780-მა ამომრჩეველმა.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ზუგდიდის არჩეული მერი დავით კოდუა 29 ოქტომბერს შეუდგება მოვალეობის შესრულებას.

30 ოქტომბერს კი, გაიმართება არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 + eighteen =

Akismet ანტისპამი