“ვერ დაგვაბრმავებთ”-აქცია ზუგდიდში


  • ზუგდიდის ბულვარში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია “ვერ დაგვაბრმავებთ” გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს, თბილისში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავი სტრუქტურების ძალის გადამეტება.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: “ეს ყველას ბრძოლაა”, “ყველას ვერ დაგვაბრმავებთ, მტერი გიჩანთ”, “ბოდიში თვალს ვერ ჩაანაცვლებს”, “ნამეტანი ხომ არ მოგივიდათ?”, “არა მცოცავ ოკუპაციას”.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა გამართეს მსვლელობა ქალაქის ცენტრში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

20 − five =

Akismet ანტისპამი