მერაბ ქვარაია ნაყოფიას მკურნალ ექიმებს შეხვდა


  • “ზუგდიდელების” ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია იმყოფებოდა კლინიკაში, სადაც ოპერაცია გაუკეთდა ზუგდიდის თეატრის ახალგაზრდა მსახიობს დემეტრე ნაყოფიას, რომელსაც გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე თვალი დაუზიანდა.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა “ზუგდიდელებს” უთხრა, ის შეხვდა ნაყოფიას მკურნალ ექიმებს, რომლებმაც მას უთხრეს, რომ ნაყოფიას ოპერაცია ჩაუტარდა ორ ეტაპად. ოპერაციის პირველი ნაწილი შეასრულეს ნეიროქიურგებმა, შემდეგ, მეორე ნაწილი გააგრძელეს ოფთამოლოგებმა. “ამ დროისთვის ოპერაცია დასრულებულია ექიმებმა ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნეს, ისინი მის მდგომარეობას აფასებენ დამაკმაყოფილებლად. რაც შეეხება მხედველობის აღდგენას ექიმები ამბობენ, რომ რეაბილიტაციის პროცესზეა დამოკიდებული”.-განმარტა “ზუგდიდელებთან” საუბარში ქვარაიამ.

დემეტრე ნაყოფიას აქციის დაშლის დროს რეზინის ტყვია მარცხენა თვალში მოხვდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!