ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა გია მურღულიასთან


  • წიგნის მოყვარული ახალგაზრდების ჯგუფ B612-ის ორგანიზებით ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროექტის – „ელაპარაკე ახალგაზრდებს ბიბლიოთეკაში“ ფარგლებში შედგა შეხვედრა ფილოლოგიის დოქტორთან, პედაგოგ გია მურღულიასთან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ბატონმა გიამ ახალგაზრდებს გააცნო საგანმანათლებლო პროგრამები: „მცირე პროზა“ და „ფილმმი“.

გია მურღულიამ ისაუბრა ფილოსოფიურ იგავ-არაკებზე, ტარიელის სახეზე „ვეფხისტყაოსანში“ და ბერტოლდ ბრეხტის „ღონისძიება ძალადობის წინააღმდეგ“-ზე.

შედგა ანიმაციური ფილმის „ალტერნატიული მათემატიკა“ ჩვენება. გაიმართა დისკუსია ზოგადი ჭეშმარიტებისა და თავისუფალი ნების შეზღუდვის თემაზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ten − 9 =

Akismet ანტისპამი