პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში “რეგიონების კვირეული” იწყება


  • “რეგიონები ორბელიანების სასახლეში”  21 ნოემბერს ,,სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და 3 დღეს გასტანს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და  მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე.

სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის კულტურა და მისი თანამედროვე წარმომადგენელი, სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

ორბელიანების სასახლე იმ ცოცხალ სივრცედ იქცევა, სადაც ადამიანები საერთო ენას იპოვიან ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად და  მისი პოტენციალის წარმოსაჩენად.

სვანეთის დღეები არის ,,რეგიონების კვირეულის” პირველი ნაბიჯი, მიზანი კი, მომავლის სვანეთია, ისეთივე დიდებული და საამაყო, როგორც სვანეთის უმდიდრესი და მრავალფეროვანი წარსული.

სვანეთის დღეების ფარგლებში, კულტურული პროგრამის პარალელურად, გაიმართება პანელური დისკუსიები სვანეთის თვითმმართველობის, ენერგეტიკის, ეკონომიკური პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!