არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულების სახლს ცეცხლი წაუკიდეს


  • სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცეცხლი წაუკიდეს იმ სახლს, სადაც არასრულწლოვანი ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილი ცხოვრობდა. საცხოვრებელ სახლს პოლიცია იცავდა, თუმცა არასრულწლოვანის ახლობლებმა და სოფლის მცხოვრებლებმა ცეცხლის გაჩენა სახლში მაინც მოახერხეს.

ინფორმაციისთვის, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ 2 პირი დააკავა. დაკავებულები მამა-შვილი 65 წლამდე და 35 წლის მამაკაცები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სქესობრივი დანაშაულისთვის პოლიციამ დააკავა ორი პირი და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

sixteen − 13 =

Akismet ანტისპამი