- საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დაჯარიმდება და 2000-ლარიანი ჯარიმა გამოყენებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ, ასევე 10 000-ლარიანი ჯარიმა იურიდიული პირის მიმართ.
“დიდი თხოვნით მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ამ სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შევიკავოთ. რაც შეეხება შემდგომ სიტუაციას, რა რეგულაციები იქნება 15 ივლისის შემდგომ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე”,-განაცხადა ოხანაშვილმა.