მატარებელების მოძრაობის განრიგი შეიცვალა


  • საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 1 ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმებისთანავე, საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ რეისს ყოველდღიურად შეასრულებს. კერძოდ, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დღეში სამი რეისი იმოძრავებს.

განრიგი იცვლება, თბლისი-ზუგდიდი და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებითაც.

უწყების ცნობით, თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მატარებელი 08:10 წთ-ზე გავა და ადგილზე 14:15 წთ-ზე იქნება. ზუგდიდის ცენტრალური სადგურიდან მატარებელი 17:10 წთ-ზე დაიძრება, თბილისში კი 23:10 წთ-ზე ჩავა.

ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში.

“აქვე შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები. გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენთერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონდეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებს”.-ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!