ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს, ელენას, კორონავირუსი აღმოაჩნდა


  • უკრაინის პრეზიდენტის, ვოლდიმირ ზელენსკის ცოლი, ელენა ზელენსკაია COVID-1-ით არის დაავადებული. ამის თაობაზე უკრაინის პოლიტიკური ლიდერის ცოლმა ფეისბუკით გაავრცელა ცნობა.

“დღეს მე მივიღე პოზიტიური შედეგი კორონავირუსის ტესტის პასუხად. მოულოდნელი ამბავია. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი ოჯახი და მე ყველა წესებს ვიცავთ – იქნება ეს ნიღბები, ხელთათმანები თუ მინიმალური კონტაქტები”, – წერს ელენა ზელენსკაია.

უკრაინის პრეზიდენტის ცოლი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის და მათ შვილებს, ელენა ზელენსკაიას თქმით, მათი ტესტირების პასუხები კორონავირუსზე ნეგატიური აღმოჩნდა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!