კონდრატე თათარიშვილის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა (განახლებული)


  • კონდრატე თათარიშვილის სახლ – მუზეუმში, მწერლის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

საღამოს ორგანიზატორი გახლდათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” მუზეუმების განყოფილება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, “უიარაღოს” შემოქმედებაზე და ღვაწლზე ისაუბრეს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ედიტა კოდუამ, მწერალებმა: რაულ ჩილაჩავამ, ლაშა გვასალიამ, ლია ნაროუშვილმა, გია ხუბუამ, გიორგი ჯიჭონაიამ და შალვა ქარჩავამ.

გამომსვლელებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ მწერალი, რომელიც მსოფლიოს უამრავ ენაზე ითარგმნება და დიდი სიყვარულით სარგებლობს, უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, მუზეუმი რესტავრირებას საჭიროებს, სადაც ხშირად უნდა იმართებოდეს შეხვედრები და ხვიჩას და გოჩას თანატოლთა ჟრიამული უნდა ისმოდეს. ბატონმა რაულ ჩილაჩავამ აღნიშნა, რომ ზუგდიდში აუცილებლად უნდა დაიდგას დიდი მწერლის ბიუსტი და რომ ასეთი დიდი ადამიანები უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებენ.

საღამო მიჰყავდა ახალგაზრდული სათათბიროს წარმომადგენლებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!