საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დაფისქირდა


  • საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9245-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4887-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, “კოვიდ” სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 58 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty − 4 =

Akismet ანტისპამი