რუხის კლინიკაში გუდაუთიდან გადმოყვანილი მამაკაცი გარდაიცვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 53 კოვიდპაციენტი.

ფოთის ჰოსპიტალში 35 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე.

“სენამედის” კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 37 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 19 პაციენტი.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 12 პაციენტი.

სენაკი ლაზიკა მედი – 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 77 ადამიანი.

ამავე ინფორმაციით, რუხის კოვიდ კლინიკაში 11 თებერვალს გარდაიცვალა 1 პირი, ოკუპირებულ გუდაუთაში მცხოვრები 71 წლის მამაკაცი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seven + twenty =

Akismet ანტისპამი