კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 196 აჭარაში, 178 თბილისში, 65 კი იმერეთში დაფიქსირდა


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარას, 178 თბილისს, 65 კი იმერეთს უკავშირდება.

“ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გახლავთ აჭარაში -196 შემთხვევა, თბილისში -178, იმერეთში – 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში -13, ქვემო ქართლში -15, შიდა ქართლში – ექვსი, გურიაში – ერთი, მცხეთა მთიანეთში – ოთხი”, – განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 50 პაციენტი, მათგან 8 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × 5 =

Akismet ანტისპამი