ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 62 საბავშო ბაღიდან 60 ბაღში დაიწყო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშო ბაღიდან 60 ბაღში ახალი 2020-2021 წლის სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში “ზუგდიდელებს” უთხრეს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის #2 საბავშვო ბაღში კორონავირუსი ძიძას დაუდასტურდა  და ამ შეთხვევის გამო, აღნიშნულმა ბაღმა დღეს, ვერ დაიწყო სააღმზრდელო პროცესი. რაც შეეხება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიის ახალაშენებულ საბავშვო ბაღს, ერთ კვირაში დაიწყებს სააღმზრდელო პროცესს. ბაღში ბოლო სამუშაოებია დარჩნილი.

“ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციები ვრცელდება ყველა საბავშვო ბაღზე. ბაღის აღსაზრდელთა მშობლები, ჩვენი შესაბამისი სამსახურის მიერ, ინფორმირებული არიან იმ აუცილებელი რეგულაციების შესახებ, რომელთა დაცვა აუცილებელი მოთხოვნაა. ბაღის გარეთ აღსაზრდელებზე მშობელი ზრუნავს, ბაღში კი აღმზრდელი და ძიძა”.-გვითხრეს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!