- საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდში, 1 იანვარს, 14:00 საათზე საახალწლო ღონისძიებები გაიმართება თავისუფლების მოედანზე.
• 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ნუგბარი
• 14:00-19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები; ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
• 14:00-16:00 – საბავშვო გასართობი პროგრამა
• 14:30-18:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
• 16:00-16:20 – თოჯინების თეატრი
• 16:30-17:00 – აზოტის შოუ
• 17:00 -19:00 – ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი
ჯგუფი „შერეკილები“
• 19:00 – საზეიმო ფოიერვერკი