ზუგდიდელი ძალოსანი გიორგი ჩხეიძე მსოფლიო ვიცე ჩემპიონია


  • ზუგდიდელმა ძალოსანმა გიორგი ჩხეიძემ (109 კგ) კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 170 კილოგრამი დაძლია და დისციპლინაში მე-6 ადგილი დაიკავა. აკვრაში გიორგი ჩხეიძემ 219 კილოგრამი ასწია და მეორე ადგილზე გავიდა. ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 389 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი ჩხეიძე საქართველოს ნაკრების პირველი მედალოსანია.

გიორგი ჩხეიძე 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ ახალგაზრდებს შორის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!