ნათია ფიფია: მომავალი თაობის შესაძლებლობები უკიდეგანოა


  • “ზუგდიდელების” სტუმარია ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლების გაერთიანების დირექტორი ქალბატონი ნათია ფიფია, რომელიც სახელოვნებო სკოლების წარმატებებზე, სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

-სახელოვნებო სკოლების გაერთიანებამ ამ დღეებში, სრულყო საახალწლო დეკადის დაგეგმვა. შეიძლება დეტალებში ესაუბროთ, ზუგდიდელებს რას გეგმავთ მათთვის?

-საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, არაერთი, როგორც მასშტაბური, ასევე კამერული ტიპის კონცერტი იგეგმება, რომელიც შექმნის საახალწლოდ საზეიმო განწყობას. მინდა აღვნიშნო, რომ საღონისძიებო მსვლელობაში გათვალისწინებულია მაყურებლისთვის შთამბეჭდავი სიურპრიზები სხვადასხვა მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ  მაყურებელი  კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩება.

-რამდენადაც მივადევნებდით თვალყურს, საკმაოდ პროდუქტიული იყო მიმდინარე წელს თქვენი ჯგუფის საქმიანობა. მოგვიყევით წლის განხორციელებულ პროექტებზე?

-ძალიან რთულია მოკლედ ვისაუბრო ჩვენი ორგანიზაციის მიღწევებსა და წარმატებებზე. მინდა გითხრათ, რომ 2022 წელი ჩვენი ორგანიზაციისთვის დიდი გამოწვევების წელი იყო. სახელოვნებო სკოლებში სამუშაო პროცესი წარიმართა საინტერესოდ და მრავალფეროვნად, როგორც აკადემიური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, შემოქმედებითი კუთხითაც. განხორციელდა უამრავი პროექტი, გადაიდგა მნიშვნელოვანი, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების დახელოვნებასა და განვითრებას. რაც შეეხება, დანერგილ სიახლეებს: საორკესტრო მიმართულების მოსწავლეების ბაზაზე ჩამოყალიბდა კამერული ორკესტრი. სამხატვრო სკოლაში გაიხსნა გრაფიკული დიზაინისა და ტიხრული მინანქრის ჯგუფები. ასევე მოსწავლეებს შეუძლიათ დაეეუფლონ დასარტყმელ საკრავს (ტამტამი). ასევე, ეს წელი იმითაა გამორჩეული, რომ გაფორმდა არაერთი მნიშვნელოვანი მემორანდუმი. კერძოდ, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ნიკოლოზ რაჭველის ხელმძვანელობით და საქართველოს საგუნდო საზოგადოებასთან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია აქტიური ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების განვითარებასა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

-ორიოდ სიტყვით, მომავალი წლის სიახლეებზეც..

-სამომავლოდ, წლის განმავლობაში, იგეგმება მონაწილეობა, როგორც ჩვენს მიერ ინიცირებულ, ასევე სხვადასხვა რესპუბლიკურ, თუ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებში. ჩატარდება არაერთი მიმართულებით ღონისძიებები. განვახორციელებთ პერსპექტიულ პროექტებს, შემოქმედებითსა და კულტურულ აქტივობებს. რაც შეეხება სიახლეების კონკრეტიკას, ამ ეტაპზე გაჟღერებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გპირდებით, საინტერესო და პროდუქტიულ წელიწადს.

-ქალბატონო ნათია, რა უნდა იცოდნენ ზუგდიდელებმა თქვენს შესახებ..

-ყოველთვის მართალი სიტყვით მოვდიოდი და ჩემი მიზანია, სიტყვა საქმის აშენებაში გავამართლო და ჩავდო მთელი ჩემი მოტივაცია და ენერგია ქალაქში დაიბადოს არაერთი ხელოვანი. მართალია, პირადად არ მაქვს მუსიკალური განათლება, არც სამხატვრო გამოცდილება, მაგრამ ეს არ მიქმნის დაბრკოლებას წარმატებების რეალობას მხარი არ დავუჭირო და დავიხარჯო ბოლომდე. მე, ძალიან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, ახლის ძიება და ადამიანებში დაბადებული ნიჭიერების გაცოცხლება. როგორც გითხარით, ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, ამ სიყვარულით მივედი საჯარო სკოლაში და ვთანამშრომლობდი მოსწავლეებთან. შემდეგ წარმომადგენლობით ორგანოში დავნერგე ჩემი ძალები, სადაც უზარმაზარი გამოცდილება მივიღე. დღეს, გაბედულად, მყარად წარმოგიდგენთ საკუთარ თავს, რადგან ავიღე პასუხისმგებლობა, მომავალ თაობას ხელი შევუწყო, გვერდში დავუდგე-გაიკვალონ გზა ხელოვნებისა და კულტურის ასპარეზზე. ჩვენი მომავალი თაობის შესაძლებლობები უკიდეგანოა, მე ვგრძნობ ამას, ვხედავ იმ თითოეულ მოზარდში, ვინც მოგვენდო, მოვიდა ჩვენთან, შემოუერთდა არსებულ გუნდს და ერთობლივი ძალებით მიილტვის ღირსეული მომავლისკენ….

-გეძლევათ შესაძლებლობა დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცოთ ზუგდიდელებს.

-გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის. მინდა ჩემს საყვარელ ქალაქს და ზუგდიდელებს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. ვუსურვო წინსვლა და ბევრი სიახლე წარმატებებთან ერთად. ასევე მინდა მივულოცო ახალგაზრდებს, რომლებიც ქმნიან ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს. მინდა ვუსურვო სამომავლოდ კეთილდღეობა და ულევი ბედნიერება.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარი

  1. ეკატერინე

    წინსვლა და წარმატებები თქვენ ღირსეული მომავლისკენ👏❤️

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!