დღეს ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 2 საათამდე მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება


  • დღეს, 31 დეკემბერს დილის 07:00 საათიდან საღამოს 02:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყველა მიმართულებით უფასო იქნება. 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს საღამოს 10 საათზე ზუგდიდში, დადიანების ეზოში გალა კონცერტი გაიმართება, ღონისძიება 01:00 საათზე დასრულდება.

 გალა კონცერტზე თქვენთვის იმღერებენ: დავით ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, მარიამ შენგელია, გიორგი მიქაძე, თიკა ბალანჩინი და ბენდი NEW ONE.

საღამოს გაუძღვებიან: ლევან ხურცია და ია სუხიტაშვილი. ამასთანავე, 14:00 საათიდან სხვადასხვა წინასაახალწლო ღონისძიებები გაიმართება: საახალწლო ქარავანი, საშობაო ბაზრობა თოვლის ბაბუა, ელფები, მოსიარულე მუსიკოსები და ფოიერვერკი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × 4 =

Akismet ანტისპამი