- პროექტ „ერთად – ოჯახების გაძლიერებისთვის“ ინიციატივითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით ზუგდიდმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა სექტორის დამსაქმებლები და ორგანიზაციები, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ რეგიონში არსებულ ვაკანსიებს.
უწყების ცნობით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს სააგენტოს პროგრამები და სერვისები წარუდგინეს და სამუშაოს მაძიებლები worknet.moh.gov.ge -ზე დაარეგისტრირეს.
დასაქმების ფორუმი ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC), World Vision Georgia-სა და World Vision Germany-თან პარტნიორობითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით გაიმართა.
პროექტის „ერთად – ოჯახების გაძლიერებისთვის“ მიზნად ისახავს უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების მხარდაჭერასა და მდგრადი საარსებო წყაროების განვითარებას საქართველოს 5 რეგიონში




