22 ივლისს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება


  • 22 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმზე 15-ზე მეტი ადგილობრივი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესკომპანია ვაკანსიებს წარმოადგენს.

წარმოდგენილი იქნება შრომის ბაზარზე აქტიური 200-მდე ვაკანსია მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო და სადაზღვევო სფეროებიდან.

სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ექნებათ ფორუმის მსვლელობისას უშუალოდ პოტენციური დამსაქმებლებისაგან მიიღონ სრული ინფორმაცია სასურველი ვაკანსიის თაობაზე და თავადაც წარმოაჩინონ საკუთარი უნარები. დამსაქმებლები კი მოთხოვნების შესაბამისად სასურველ კანდიდატებს შეარჩევენ.

ზუგდიდის დასაქმების ფორუმი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ჩართულობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

დასაქმების ფორუმი ერთდღიანია და დადიანების სასახლის ეზოში (ღია სივრცე) ჩატარდება. მისამართი: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1ა. დასაწყისი: 11.00 საათი, ხანგრძლივობა 3 საათი.

დასაქმების ფორუმი პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება.

დღეის მდგომარეობით, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, 2021 წელს, საქართველოს მასშტაბით, სულ 7 (შვიდი) დასაქმების ფორუმი ჩატარდა: ბათუმი-2; ახალციხე-1; გორი-1; ქუთაისი-1; თბილისი-2 (სამგორის და გლდანის რ-ი).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!