ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 -14 იანვარს ჩატარდება


  • 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 9 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება. 

დეტალები მითითებულია მოსაწვევზე, რომლის ამობეჭდვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დღეიდან შეძლებენ ამ ბმულის გამოყენებით: https://online1.naec.ge/olimp/Login.aspx 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გაითვალისწინეთ, I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება  – 10:00 საათზე. II სესიაზე რეგისტრაცია  – 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება. დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომლისთვისაც მოსწავლემ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას. 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × three =

Akismet ანტისპამი