- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ლიტერატურა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება:
- ისტორია აირჩია – 19 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- მათემატიკა აირჩია – 15 400-ზე აბიტურიენტმა;
- ბიოლოგია აირჩია – 4 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ქიმია აირჩია – 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- სამოქალაქო განათლება აირჩია – 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- გეოგრაფია აირჩია – 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ლიტერატურა აირჩია – 1 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ფიზიკა აირჩია – 1 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება აირჩია – 280-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
“მონაცემები აჩვენებს, რომ აბიტურიენტების ინტერესები მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ, ისე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებს. განსაკუთრებული მოთხოვნა ისტორიისა და მათემატიკის მიმართ წინა წლის მსგავსად კვლავ შენარჩუნებულია.
არჩევითი საგნების სტატისტიკა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა აბიტურიენტთა ინტერესების, პროფესიული პრიორიტეტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნის შესახებ.”-აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.




