- ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა “დროას” ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა. საქმე ეხება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობისთვის წითელი საღებავის შესხმას.
“მორჩა ჩემი სასამართლო პროცესი. მერიას ოქმი შეცდომით ჰქონდა შედგენილი, ამიტომ მოსამართლემ სხვა მტკიცებულებები არ გაითვალისწინა და შეცდომით შევსებულ ოქმში მითითებული მუხლით, 500 ლარიანი ჯარიმით დავტოვე სასამართლოს შენობა”.-დაწერა მარიამ სიჭინავამ თავის ფეისბუქგვერდზე.