“დროა” ზუგდიდში პუტინის საწინააღმდეგო ბანერის განთავსების ინიციატორია


  • ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო ბანერის განთავსება სურთ. ინიციატივა ეკუთვნის “დროას” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელს მარიამ სიჭინავას, რომელმაც პოსტი თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

“აგვისტოს თვე თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის მძიმეა, ზოგს ახსოვს ყველაფერი და გაბრაზებულია. ზოგიერთს ახსოვს, მაგრამ ჯიუტად ბაბაიას გაიძახის. ეს სხვა თემაა და სხვა დროსაც ბევრს ვსაუბრობთ ამაზე. ახლა მთავრაზე გადავალ. ქვეყანაში ძალიან ბევრი რუსი ტურისტია, რომლებიც ისე იქცევიან თითქოს თავიანთ ,,დაჩაზე” არიან. ესეც რომ არა, 7 აგვისტო მოდის და ქალაქშიც უნდა გავახსენოთ ყველას, ვინ ვინ არის :)) ამისათვის მჭირდება თქვენი დახმარება, რადგან პირადი თუ სხვა ფინანსები უკრაინელი დევნილების დახმარებას მოხმარდა, აღარ დარჩა რესურსი ბანერისთვის, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება, რომ ერთი თვით ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერებასთან, სარეკლამო ადგილას დაიკიდოს. თანხის მცირედი ნაწილი მაქვს, რომელსაც ჩემი ძალიან კარგი მეგობარი და კიდევ უფრო კარგი ადამიანი, მირიცხავს ავსტრიიდან.

ბანერისთვის სულ საჭიროა 1670 ლარი და მგონი შეხსენებაც არ გვჭირდება, რომ თითო ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია”.-წერს მარიამ სიჭინავა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!