სააღდგომო საჩუქრები 500 ოჯახისთვის გაიცემა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სააღდგომოდ, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, გადასცემს სასაჩუქრე პაკეტებს. მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის გოგი რევიას განმარტებით, ერთი პაკეტის ღირებულება 96 ლარია.

გოგი რევია: “ზუგდიდის მერიას გააჩნია სადღესასწაულო დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შობა-ახალი წლისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში მოსახლეობას მიაწოდოს კვების პროდუქტების კალათა. სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ: უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, მრავალშვილიანებს, დედ-მამით ობოლი ბავშვებს, მარტოხელა მშობლებს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს. დაგეგმილია 500 სასაჩუქრე პაკეტის გაცემა. გაიცემა 17 დასახელების პროდუქტი. თითოეული პაკეტის ღირებულება 91 ლარია, საერთო ღირებულება კი 45550 ლარია. სასურსათო კალატა ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს. პაკეტებში მოთავსებულია: შესქელებული რძე, შაქარი, კარაქი ნაღების, ქათამი, კვერცხი, ფქვილი, კანფეტი ხილის, პასკა, მაკარონი, ბრინჯი, ლიმონათი, ზეთი, კვერცხის საღებავი, ჩაი, ქათამი, ვაფლის ტორტი და წიწიბურა. ბენეფიციარებს საკვებ პროდუქტებს მერის წარმომადგენლები სახლში მიუტანენ”.

სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტები, ბენეფიციარებს, აღდგომის წინა დღეებში დაურიგდებათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!