“დროას” მორიგი პროტესტი


  • დღეს, ზუგდიდის “დროას” ოფისმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინასთან მიმართებით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, მორიგი ბანერი გამოფინა, სადაც უკუღმა ეწერა ფრაზა: “ღარიბაშვილი იდი ნახუი”.

ბანერის გაკვრიდან რამდენიმე წუთში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის მართვის სამსახური შეეცადა ჩამოესხნა ბანერი, მაგრამ სპეც მანქანის გამოჩენისთანავე, “დროას” წევრებმა თავად ჩამოხსნეს ბანერი.

“დროას” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღევანდელი დღე იყო წინა დღეების პროტესტის გაგრძელება. მას სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობას ედავება, თუმცა როგორც მარიამ სიჭინავა ამბობს, მან შესძლო საპატრულო პოლიციის მიერ ამწე კრანის მოყვანამდე, თავად ჩამოეხსნა ბანერი.

მარიამ სიჭინავა ვარაუდობს, რომ მერია დააჯარიმებს, თუმცა გადახდას არ აპირებს.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ზედამხედველობის სამსახური განიხილავს ამ საკითხს და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“გარე რეკლამის, ბანერების განთავსებას არეგულირებს ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს ნებართვის გაცემას. თუ არ არსებობს ნებართვა მაშინ ის უკანონოდაა განთავსებული”, – განმარტეს მერიის პრესსამსახურში.

28 თებერვალს “დროას” ოფისიდან გამოფენილი საპროტესტო ბანერი სამართალდამცავებმა ჩამოხსნეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!