“PEN -მარათონი სარკმელი 2022’’ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის ‘’სარკმელი’’ ლიტერატურული კონკურსის ‘’PEN -მარათონი სარკმელი 2022’’ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

PEN-მარათონი შერეული ტიპის ლიტერატურულ-პუბლიცისტურ-ჟურნალისტური კონკურსია, რომლის მიზანია, შემოქმედებითი ახალგაზრდების გამოვლენა, სადაც მონაწილეები წინასწარ მითითებული თემატიკით, განსაზღვრულ დროში ქმნიან ორიგინალურ ნაწარმოებს ნებისმიერ ჟანრში.

კონკურსი კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა:

‘’ნინელის პრიზი’’ – სალომე გამისონია, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტი.
‘’საუკეთესო მოთხრობა’’ – ელენე ჩიქავა, ჟურნალისტთა კლუბი ‘’სარკმელი’’.
‘’საუკეთესო წარმოსახვითი ინტერვიუ’’ – ლიზი მიქაძე, ჟურნალისტთა კლუბი ‘’სარკმელი’’
‘’საუკეთესო ამბავი’’ – სალომე ნარმანია, ჟურნალისტთა კლუბი ‘’სარკმელი’’
‘’ჟიურის რჩეული’’ – მარიამ ხარჩილავა, აფხაზეთის # 1 საჯარო სკოლა
‘’საუკეთესო ჩანახატი’’ – თათია აქუბარდია, აფხაზეთის # 1 საშუალო სკოლა
‘’საუკეთესო ლექსი’’ – ლიზი ლაგვილავა, ქ. ზუგდიდის # 5 საშუალო სკოლა
‘’ყველაზე კრეატიული ნაშრომი’’ – გიგი ჭაჭუა, აფხაზეთის # 1 საშუალო სკოლა.

ნინელი ჭითანავას ოჯახის სახელით, თეა ჭითანავამ მთავარი ჯილდო ‘’ნინელის პრიზით’’ სალომე გამისონია დააჯილდოვა.

ერთ-ერთი თაობის ‘’სარკმელელმა’’ და პედაგოგმა კობა შონიამ ‘’ნინელის პრიზის’’ მფლობელს ფულადი ჯილდო გადასცა.

იონა მეუნარგიას სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორმა შალვა ქარჩავამ თავის რჩეულს სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები უსახსოვრა.

ლიტერატურული კონკურსის მხარდამჭერები არიან:

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალი, რომელმაც ‘’PEN მარათონის’’ ნომინანტები ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრა, ხოლო მონაწილეებს კი საახალწლო საჩუქრები გადასცა.

საქართველოს უნივერსიტეტმა კი ნომინანტები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!