მასტერკლასი სასახლეში ლევან ბაღათურიასთან ერთად ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის


  • ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბში “სარკმელი” სასახლის ტექნოლოგიური და პროგრამული უზრუნველყოფის კოორდინატორმა ლევან ბაღათურიამ მასტერკლასი თემაზე: ‘’სოციალური მედიისთვის გადაღებული ფოტო’’ ჩაატარა.

სტუმარმა, დამსწრე საზოგადოებას თავისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა და საუბრისას შეეხო რამდენიმე მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა ფოტოგრაფიის ფუნდამენტური საკითხები, გადასაღები ობიექტის თავისებურებების ანალიზი, თანამედროვე ტექნიკა და აქსესუარები.

მასტერკლასის დასასრული პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა, სადაც მოზარდებმა გადაღების ტექნიკის შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!