- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის ‘’სარკმელი’’ ლიტერატურული კონკურსის ‘’PEN -მარათონი სარკმელი 2022’’ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
PEN-მარათონი შერეული ტიპის ლიტერატურულ-პუბლიცისტურ-ჟურნალისტური კონკურსია, რომლის მიზანია, შემოქმედებითი ახალგაზრდების გამოვლენა, სადაც მონაწილეები წინასწარ მითითებული თემატიკით, განსაზღვრულ დროში ქმნიან ორიგინალურ ნაწარმოებს ნებისმიერ ჟანრში.
კონკურსი კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა:
‘’ნინელის პრიზი’’ – სალომე გამისონია, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტი.
‘’საუკეთესო მოთხრობა’’ – ელენე ჩიქავა, ჟურნალისტთა კლუბი ‘’სარკმელი’’.
‘’საუკეთესო წარმოსახვითი ინტერვიუ’’ – ლიზი მიქაძე, ჟურნალისტთა კლუბი ‘’სარკმელი’’
‘’საუკეთესო ამბავი’’ – სალომე ნარმანია, ჟურნალისტთა კლუბი ‘’სარკმელი’’
‘’ჟიურის რჩეული’’ – მარიამ ხარჩილავა, აფხაზეთის # 1 საჯარო სკოლა
‘’საუკეთესო ჩანახატი’’ – თათია აქუბარდია, აფხაზეთის # 1 საშუალო სკოლა
‘’საუკეთესო ლექსი’’ – ლიზი ლაგვილავა, ქ. ზუგდიდის # 5 საშუალო სკოლა
‘’ყველაზე კრეატიული ნაშრომი’’ – გიგი ჭაჭუა, აფხაზეთის # 1 საშუალო სკოლა.
ნინელი ჭითანავას ოჯახის სახელით, თეა ჭითანავამ მთავარი ჯილდო ‘’ნინელის პრიზით’’ სალომე გამისონია დააჯილდოვა.
ერთ-ერთი თაობის ‘’სარკმელელმა’’ და პედაგოგმა კობა შონიამ ‘’ნინელის პრიზის’’ მფლობელს ფულადი ჯილდო გადასცა.
იონა მეუნარგიას სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორმა შალვა ქარჩავამ თავის რჩეულს სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები უსახსოვრა.
ლიტერატურული კონკურსის მხარდამჭერები არიან:
საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალი, რომელმაც ‘’PEN მარათონის’’ ნომინანტები ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრა, ხოლო მონაწილეებს კი საახალწლო საჩუქრები გადასცა.
საქართველოს უნივერსიტეტმა კი ნომინანტები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.