Moderna-ს მტკიცებით, მათი ვაქცინა მინუმუმ 1-წლიან იმუნიტეტს ქმნის


Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორგანიზმში იმუნიტეტს მინიმუმ 1 წლით ქმნის, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიამ „მორგანის ჯანდაცვის“ კონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ფარმაცევტული კომპანია ირწმუნება, რომ მის მიერ გამოყენებული RNA (mRNA) ტექნოლოგია ეფექტურად მოქმედებს კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებში გაჩნდა.
კომპანიის ინფორმაციით, 2021 წელს 600 მილიონიდან 1 მილიარდამდე ვაქცინის დოზის მიწოდებას გეგმავს. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობასთან წინასწარ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების შეფასების საფუძველზე კი წელიწადში 11.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ვაქცინის გაყიდვას პროგნოზირებს.
Moderna-ს ვაქცინა mRNA-1273 კორონავირუსის იმიტაციისთვის სინთეზურ mRNA- ს იყენებს და იმუნურ სისტემას მის ამოცნობასა და განეიტრალებას ასწავლის ასწავლის.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!